ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოსტს აქვეყნებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძა მირიან ნიკოლაძე გარდაცვლილის მამის, ლევან შაქარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შაქარაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უარყოფს და აცხადებს, რომ ლევან შაქარაშვილი ჯანმრთელადაა.

“მადლობა ყველა ჟურნალიტს, ვინც ინფორმაცია გადაამოწმა ოჯახთან. გიორგის მამა-ლევან შაქარაშვილი გახლავთ სრულიად ჯანმრთელი, იმყოფება სახლში, დადის სამსახურში და შესაბამისად, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გახლავთ არასწორი.
მადლობა ყველა გულშემატკივარს მოკითხვისა და თანადგომისთვის!”- წერს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის ექვეი სრულწლოვანია.

 

იტვირთბა....