ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნინო კალანდაძე: ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს

„ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს.

„მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს. დავით გარეჯის საკითხი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელ საზღვრების ნაწილში. ანუ, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია. ძალიან მკაცრი ინსტრუქცია არსებობს, რომ ეს საქმე რაღაცნაირად ბოლომდე მიიყვანონ. ამ საქმეს უჭირს, ამ საქმეს არ აქვს სისხლის სამართლებრივი ნიშნები. ეს საქმე, ბოდიში გამოთქმისთვის, ყარს, სუფთად პოლიტიკურია. ეს ესმის ყველას. აშკარად იკვეთება განწყობა, რომ ეძებენ პოლიტიკური დავალების მიმცემებს, რომლებზეც რაღაც ჩვენებები უნდათ,”-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ნინო კალანდაძის გამოკითხვა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

იტვირთბა....