გამოცემა “ინდიფენდენტის” ცნობით, კოპენჰაგენის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერმინალში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს, რის შემდეგადაც მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხდა.
კოპენჰაგენის პოლიციაში კი ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.