კორონავირუსის პრეენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება სავაჭრო ცენტრები, დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას ინფორმაციით, ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და ყველა რითეილ გაყიდვა.
პრემიერის თქმით, შეზღუდვა არ ეხება სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს.
ამასთან, როგორც გახარიამ განაცხადა, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები მოიხსნება და დაკეტილი ობიექტები გაიხსნება.
ცნობისთვის, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას 24 დეკემბრამდე შეიზღუდება, თუმცა 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მისი მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგენა.