aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინაიდან მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო”- ზურაბ გურული

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვების შემუშავებისთვის გამართულ უწყებათაშორისო სხდომებში მის მნაწილეობას ეხება.

როგორც გურული წერს, მედიაში არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

ამასთან, ქართველი ექიმი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველო სრულ “ლოკდაუნს” ვერ გაუძლებს. მისი მოსაზრებით, აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.

„ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება სამთავრობო სხდომებში ჩემი მონაწილეობის შესახებ, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:

1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.

2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.

4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.

5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.

6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.

7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.“– წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....