ერთი-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, მთავრობა გეგმავს, რომ 7-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა დაავალდებულოს არჩევნებში ჩართულ პირებს. ეს შეიძლება, შეეხოს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, პოლიტიკური პარტიების აქტივს.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია “ფორმულასთან” ამბობს, რომ თუ თუ არჩევნებში ჩართულ ადამიანებს შორის ინფიცირებულების დიდი რაოდენობა გამოვლინდა, მაშინ აქამდე უნდა გაეკეთებინა ეს მოწოდება.
“თუ ასეთი მოწოდება იქნება იზოლაციასთან მიმართებში, უნდა იყოს დადასტურებული, რატომ არის საჭირო. თუ იყო დიდი რაოდენობა ინფიცირებულების, მაშინ ხელისუფლების ვალდებულებაა, პირელი ტურის შემდეგ გაეანალიზებინა და მანამდე გაეკეთებინა ეს მოწოდება” – ამბობს კოტე ჩოკორაია.
ცნობისათვის, დღეს გახდება ცნობილი შეზღუდვების ახალი პაკეტი, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო მოამზადა.