თბილისის ინფექციური პათლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე თქმით, ცერცვაძის ჯანმთელობის მდგომარეობა უცვლელი რჩება და მას განმეორებითი კვლევები, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩაუტარდება.
ცნობისათვს, თენგიზ ცერცვაძეს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.