კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვები ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტსაც.
როგორც გახარიამ უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამასთან, გახარიას ინფორმაციით, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.
ამასთან, ვირუსის პრევენციის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე. შეზღუდვები შეეხება მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სპორტდარბაზებსაც.