მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო არმანდო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა – უმცროსმა მამის გარდაცვალება რეანიმაციაში ყოფნისას შეიტყო. მარადონას ვაჟს კორონავირუსი ჰქონდა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი Twitter-ზე წერს.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა ოთხშაბათს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.