ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

მსოფლიო მედია მარადონას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას მისი აგენტი, მატიას მორლაც ადასტურებს.

BBC -ის ცნობით, არგენტინის ნაკრების ყოფილ შემტევ ნახევარმცველს და მენეჯერს გული გაუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ მას ნოემბერში ჩაუტარდა ოპერაცია, თავის ტვინის თრომბის გამო, ახლა კი ალკოჰოლდამოკიდებულებაზე მკურნალობდა.

დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო, მაშინ, როცა 1986 წელს ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო.

ამასთანავე, ის თამაშობდა ბარსელონასა და ნაპოლიში.

იტვირთბა....