ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს”- პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ აღარ მოიმატებს დაავადების შემთხვევები, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში.

ამასთან, იმნაძის თქმით, რესურსი იმისა, რომ PCR ტესტირების რაოდენობა მკვეთრად მოიმატოს, არ არსებობს და ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება გაფართოვდეს.

“შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს. 14 000 ტესტია გუშინ ჩატარებული, უქმე დღეებში და დღესასწაულებზე ნაკლები ტესტი ტარდება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი მონაცემებით მხოლოდ 3000-ი შემთხვევა გამოვლინდა. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა მოვუმატოთ. თუ შეზღუდვებს დავამატებთ, აღარ მოიმატებს დაავადების შემთხვევები, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში. დავიწყეთ 200 PCR ტესტიდან და ავედით 10000-ზე მეტ ტესტზე. რესურსი იმისა, რომ ამან მკვეთრად მოიმატოს, არ არის. ამასთან, მსოფლიოში გამოჩნდა აღიარებული ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელიც პრაქტიკულად ანაცვლებს PCR კვლევას და სწრაფად იძლევა პასუხს. ძირითადად ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ გაფართოვდეს ანტიგენის გამოყენება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

იტვირთბა....