ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციით, ინფექციამ ფილტების ძლიერი დაზიანება გამოიწვია

“56 წლის ექიმი ჩვენს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რეანიმაციაში იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე. თანმხლები დაავდებები არ ჰქონია. თვეზე მეტი აქ მკურნალობდა” – განაცხადეს კლინიკაში.

საერთი ჯამში, კორონავირუსით აჭარაში სამედიცინო სფეროს 6 წარმომადგენელი, 5 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა. გასული 24 საათის განმავლობაში, კი აჭარაში კორონავირუსის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....