“სეზონური გრიპი ჯერ არ არის. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 % არის კოვიდი. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია. ასევე არის რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის კოვიდი… ”
პაატა იმნაძე – დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.