“მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც.
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.