ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სოციალურ ქსელში წერს:
“მოკლედ
1) ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით #ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ… 2) გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ Levani Ratiani -ის დამსახურებაა! ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული #ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო.
ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნადა წამლებს (დედასაც კოვიდი ქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია! ასევე მადლობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ შემადგენლობას! და მადლობა რა თქმა უნდა Nini Ubilava ! 3) აქვე მინდა თავი დაგიხაროთ თქვენ!!! ამ უკიდეგანო მხარდაჭერისთვის და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ასე რომ გაიზიარეთ ჩემი ოჯახის ტრაგედია (მამის გარდაცვალება) და ამ ხარისხით/ჩართულობით ზრუნავდით ჩემს მდგომარეობაზე (არ ჩამოვწერ დეტალებს)..” – წერს ადვოკატი.