ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეჩერდება თუ არა მეტროს მუშაობა – თბილისის სატრასპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრასპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით მეტროს მემანქანეთა 20-მდე თანამშრომელი არის ინფიცირებული. კომპანიის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან და რომ მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.

“ინფიცირებულია 20-მდე მემანქანე, მეტროს მუშაობა არ შეჩერდება. ასევე, გვყავს სარეზერვო თანამშრომლებიც და მეტროს შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა უზრუნველყოს. არანირი კოლაფსი გვემუქრება” – ამბობს სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ცნობისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

იტვირთბა....