„ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიების შექმნა უნდა მოესწროს, მაგრამ ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურებულია, არ ვფიქრობ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების რეგიონში ყოფნა ხუთწლიანი პერიოდით შემოიფარგლება“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხდა.
ცნობისათვის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ, სხვა პირობებთან ერთად, რეგიონში რუსი სამშვიდობოების 5 წლის ვადით განთავსებასაც ითვალისწინებს.
ხელშეკრულების თანახმად, მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ არც ერთი მხარე არ მოითხოვს 6 თვით ადრე შეთანხმების ამ პუნქტის შეწყვეტას.