“დღეს ჩატარებული ტესტების დადებითობის პროცენტი არის 9.5%, რომ დავამრგვალოთ, 10%. რომ ჩაატარონ სამ მილიონი ტესტი, ჯამში გვეყოლება 10%, ანუ 300 000 ათასი დაავადებული ადამიანი. ეს არის მანიპულირების სფერო. ჩვენ არ ვეუბნებით ადამიანს რეალურ ციფრებს. მილიონიდან 10% არის 100 000, სამი მილიონიდან 10% არის 300 000 და გამოდის, რომ დღეს ჩვენ საქართველოში გვყავს 300 000 დაავადებული ადამიანი.”
გიორგი ჩალაძე – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი
ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.
საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.