მთავარი ციტატა

“ადამიანები უნდა გავაფრთხილოთ მოსალოდნელი ცუდი რეალობის თაობაზე”- ჩალაძე

“ერთადერთი ინსტრუმენტი რაც გაგვაჩნია, არის ჩაკეტვა. ფაქტია, რომ უნდა გავწყვიტოთ ჯაჭვი და ჯაჭვის გაწყვეტა ვერაფრით მოხდება, თუ ადამიანები სახლში არ ჩავკეტეთ. უნდ ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, პასუხები მოვთხოვოთ შემდეგ, ახლა უნდა დავიწყოთ მკაცრი შეზღდვების დაწესება. ჩვენ ადამიანები უნდა გავაფრთხილოთ  მოსალოდნელი ცუდი რეალობის თაობაზე.”

გიორგი ჩალაძე – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი

ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ “დღის ამბებში” განაცხადა. 

საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.

ცნობისთვის, უწყებათაშორისო საბჭო კოორნავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს. ხოლო, რა სახის შეზღუდვები დაწესდება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

იტვირთბა....