ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მუშა მიწისა და ქვების მასაში მოჰყვა. მეხანძრე-მაშველებმა ის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს”

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოჰყვა. მეხანძრე-მაშველებმა ის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.

მათივე ცნობით, გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა. მუშის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

იტვირთბა....