ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანგელა მერკელის რეზიდენციის კარს მანქანა დააჯახეს

ბერლინში, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეზიდენციის კარს ავტომანქანა შეაჯახეს. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოზე ჩანს, რეზიდენციის შესასვლელთან ახლოს, საკმაოდ მჭიდროდ კართან მდგარი ავტომანქანა.

როგორც კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ინციდენტი უკავშირდება პოლიტიკურ აქციას, რომელზეც პროტესტის მონაწილეები კარანტინის მკაცრი ზომების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

როგორც ირკვევა, ავტომანქანის მძღოლი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....