ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კახეთში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას ბინაზე გადიოდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. 77 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ მას თანმხლები დაავადებები – დიაბეტი და რკინადეფიციტური ანემია აღენიშნებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბოლო ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვალების 21-ე შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვი 2 784-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....