“არც ერთი წამალი არ უნდა მიიღოს თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ზოგადი ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით” – ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია საუბრობს. მისი თქმით, დაინფიცირებიდან განსაკუთრებით პირველი 4-5 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკის მიღება დაუშვებელია.
ამასთან, როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, კლინიკებში ბევრი ისეთი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.
“ერთადერთი შემიძლია გითხრათ ასეთი რამ – თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს არ აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება” – აცხადებს დავით გადელია.