მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი საუბრობს იმის შესახებ თუ რა კვალს და ჩივილებს ტოვებს კოვიდ-19 ორგანიზმში მას შემდეგ, რაც ადამიანი მისგან განიკურნება. მისი თქმით, აუცილებელია ყურადღება შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც. ამ თემასთან დაკავშირებით მან “დღის კურიერში” ისაუბრა.
“განსაკუთრებით აღინიშნება ხანგრძლივად გამყოლი ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ კუნთების ტკივილი, ქოშინი, არის ხშირად, რომ თავის ტკივილს უტოვებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, რომელიც საკმაო ხანს უგრძელდებათ.
აუცილებელია, თუ პაციენტები არიან სისტემური და ქრონიკული დაავადების მატარებლები, გულსისხლძარღვთა, ფილტვების დაავადების, ჰიპერტენზიის, ონკოლოგიური, აუცილებელია, რომ ვაკონტროლოთ სისხლის შედედების თვალსაზრისით, რომ არ მოხდეს თრომბოემბოლიური გართულება. კარგი იქნება თუ ისევ გვექნება კონტაქტი ოჯახის ექიმთან, გაკეთდება სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, D დიმერი, რომ არ მივიღოთ იმ კონკრეტული ქრონიკული დაავადების გართულება” – აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.