ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა იცვლება ეროვნული გამოცდების ტესტებში – Naec.ge-ს სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება, თუმცა რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება.

კერძოდ – ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

მათემატიკა:

2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკა და ქიმია:

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63. სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება. 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

„აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ მასწავლებლებსა და აბიტურიენტებს, რომ არ ენდონ სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, – აცხადებენ Naec.ge-ში.

იტვირთბა....