ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი კორონვირუსით დაინფიცირდა

ქუთაისის მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში ოცამდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა. რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. როგორც პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე, ბესიკ მანჯგალაძ აცხადებს, თანამშრომლების დაინფიცირების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლინიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს.

პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

იტვირთბა....