ახალი ამბები

“პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც პანიკური შეტევა აქვს, ეს მალე გაივლის” – როგორ გავარჩიოთ კოვიდ-19 პანიკური შეტევისგან

ექიმი გიორგი ღოღობერიძე აცხადებს, რომ პანიკური შეტევები ახალგაზრდა ქალებში ხშირია და ეს ნაკლებად გხვდება ბავშვებსა და მოხუცებში. მისი თქმით, პანიკური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„პანიკის დროს პაციენტს აქვს გულისცემის გახშირების უჩვეულო შეგრძნება. ჩვენ გულისცემას არ უნდა ვგრძნობდეთ, ეს პაციენტები კი ამ დროს გულისცემას გრძნობენ. მეორე ნიშანი არის ოფლიანობა, მესამე – კანკალი, მეოთხე – ქოშინი. ამ პაციენტებში ერთ-ერთი დომინანტი ნიშანია ქოშინი. ამათთან აღმოჩნდება, რომ ქოშინის განცდა აქვთ და არა ქოშინი, მაგრამ ამ დროს პაციენტს სჯერა რომ აქვს ქოშინი. პანიკური შეტევის დროს ქოშინი გრძელდება 5-დან 30 წუთამდე, კოვიდის დროს კი ეს გრძელდება მთელი დღე და მასთან ერთად მას ცხელებაც აქვს.

ბევრი პაციენტი თვითნებურად იღებს დექსამეტაზონს, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი კარგი წამალია მძიმე ფორმების დროს. თუ მას პაციენტი მიიღებს მსუბუქი ფორმების დროს, ამ დროს შეიძლება ამ მედიკამენტმა გამოიწვიოს პანიკური შეტევები, პაციენტს რეალურად ჰქონდეს მსუბუქი ფორმის კოვიდი და გაუჩნდეს ილუზია, რომ მდგომარეობა მძიმეა. ასევე მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი. მაგალითად, როდესაც ხედავს, რომ ყველას კოვიდი სჭირს, შეიძლება იფიქროს, რომ მასაც კოვიდი აქვს.

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც პანიკური შეტევა აქვს, ეს მალე გაივლის. ამ დროს ერთი ზარი საკმარისია ექიმისა, პაციენტმა რომ გაიგონოს ექიმის ხმა, ის მაშინვე დამშვიდდება. თუ პაციენტი ექიმს ვერ დაუკავშირდა, რა შეიძლება გავაკეთოთ? მაშინ ცდომილების ტონუსი უნდა გავზარდოთ. პაციენტმა უნდა ჩაისუნთქოს რაც შეიძლება ღრმად 5 წამის განმავლობაში, მერე 2 წამს აჩერებს სუნთქვას და 5 წამის განმავლობაში ისევ ამოისუნთქავს. ეს არის ეფექტური გზა პანიკასთან ბრძოლისა. ასევე, ცივი წყლის სახეზე შესხმა. თუ ესენი არ გაამართლებს, გამოდის, რომ პაციენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება დაგვჭირდეს მედიკამენტების გამოყენება. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ პანიკური შეტევა მთავრდება არაფრით” – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

იტვირთბა....