“შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით. ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. იცით, რომ არჩევნების მერე კი არ გავრცელდა, მანამდეც საკმაოდ გავრცელდა იმიტომ, რომ სხვადასხვა რეგიონში დადიოდნენ. ახლაც ხედავთ რა პროცესებია და რაც არ უნდა შეზღუდო, არაფერი გვეშველება, ღმერთმა თუ არ გვიშველა. ადრეც გაგვაფრთხილეს რამდენი კაცი იყო გარდაცვლილი, წესიერად რომ მოვქცეულიყავით ამდენი მსხვერპლი არ გვექნებოდა. დამნაშავეები ვართ, ეს რომ ხდება.”
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობი
მის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ Worldometers-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებით მე-5 ადგილზეა.