“დღეს ადამიანებს შეზღუდვის საჭიროებას ვეღარ ვაჯერებთ. ჩავკეტეთ 20 შემთხვევაში, შემდეგ დავუშვით პრაქტიკულად სრული გახსნა – რესტორნები, დასვენება, ბათუმის სანაპიროებზე ჩასული მთელი საქართველო. შემდეგ დავბრუნდით რაღაც გარკვეულ შეზღუდვებზე, რომელიც ორი დღით მოვხსენით, შვებულებაში გავიდა კოვიდი? როდესაც არათანმიმდევრულია ჯანდაცვის სისტემა, სფერო, რომელიც პასუხისმგებელია რეკომენდაციებზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება, რაიმე დაუჯეროს.”
დავით ლოლაძე -კლინიკა “ჰელსიკორის” კლინიკური დირექტორი
“პოლიტიკის ფორმულა”
აღსანიშნავია, რომ Worldometers-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებით მე-5 ადგილზეა.