სამედიცინო ხელთათმანების უმსხვილესი მწარმოებელი, „ლატექსი“ რამდენიმე ქარხანას ხურავს.
როგორც BBC წერს, გადაწყვეტილების მიზეზი 2 500-მდე დასაქმებულის ინფიცირება გახდა.
მედიასაშუალების ცნობით, მუშაობას შეაჩერებს მალაიზიაში მდებარე „ლატექსის“ 28 ქარხანა.
როგორც ადგილობრივი მთავრობა განმარტავს, ცდილობენ, ეპიდემია გააკონტროლონ.
აღსანიშნავია, რომ ივლისში, „ლატექსის“ შვილობილი კოპანიები შრომით ექსპლუატაციასა და არასათანადო სამუშაო პირობების ქონაში დაადანაშაულეს, რის გამოც, აშშ-მა მათგან იმპორტი შეაჩერა.
სამედიცინო ხელთათმანები პირადი დამცავი აღჭურვილობის ძირითადი ნაწილია, მასზე მოთხოვნა პანდემიის გამო კიდევ უფრო გაზრდილი იყო.