24 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.