ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

„ვაშინგტონის უნივერსიტეტი მოგვიწოდებს, საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება“

„ვაშინგტონის უნივერსიტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება, როგორც სიკვდილიანობის, ასევე ინფიცირების ზრდის მიხედვით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, IHME-ს რეკომენდაციით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება.

„ასევე დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“. – განაცხადა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ Worldometers-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებით მე-5 ადგილზეა.

იტვირთბა....