ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უკვე შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით” – გამყრელიძე

“ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირებების რაოდენობა შაბათ კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინ წინ ჩვენ PCR-ის და ანტიგენის ერთად აღებული ტესტირების რაოდენობა გვქონდა სადღაც 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. ამიტომ ეს 3 128 რაოდენობა ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....