ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

საქართველო მეხუთეა – მსოფლიო სტატისტიკის ანალიზი კორონავირუსზე 

Worldometers-ის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებით მე-5 ადგილზეა.

როგორც სტატისტიკა(იხ. მთავარი ფოტო) გვიჩვენებს, საქართველოს უსწრებს რუსეთი, უკრაინა, მექსიკა, უნგრეთი, შემდეგ მოდი საქართველო, რომელსაც პაკისტანი, ლიეტუვა, ბელგია, ფილიპინები და სხვები მოჰყვებიან.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყბიდან დღემდე, საქართველოში Covid-19-ით 1 051 ადამიანი გარდაიცვალა:

დიაგრამა #1: კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში: 

დიაგრამა #2 – დღიური ახალი შემთხვევები: 

დიაგრამა #3: ინფიცირების საერთო რაოდენობა საქართველოში:

დიაგრამა #4: დღიური გარდაცვალების შემთხვევები საქართველოში:

ინფორმაციითვის, 22 ნოემბერს,  New York Times-ის სტატიაში ჩანდა, რომ ბოლო კვირაში, 100 000 მოსახლეზე, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

რაც შეეხება მსოფლიოს, ახალი კორონავირუსით დღემდე დაინფიცირდა  59 563 960 ადამიანი, რომელთაგან 41 213 918 გამოჯანმრთელდა, 1 402 951 კი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....