სიღნაღის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს დამწვარია 100კვ -ზე მეტი ფართობი და ავეჯი. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო – სამაშველო ბრიგადა. რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.