ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა გახდა აალების მიზეზი – წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე ზედელაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურდა დაახლოებით 150 კვ.მ ფართი და შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აალების მიზეზი

იტვირთბა....