ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ამერიკული გემმა, „ჯონ მაკკეინმა“ რუსული საზღვარი გადაკვეთა, „ადმირალ ვინოგრადოვმა“ გააფრთხილა“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის წყლებში ინციდენტი მოხდა – კერძოდ, ამერიკული გემმა, „ჯონ მაკკეინმა“ რუსული საზღვარი გადაკვეთა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული გემი, „ადმირალ ვინოგრადოვი“ გაემართა „ჯონ მაკკეინისკენ“ და გააფრთხილა, თუ რუსული ტერიტორიიდან არ გავიდოდა, ზომებს მიიღებდნენ.

როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, გაფრთხილების შემდეგ, „ჯონ მაკკეინი“ გავიდა ნეიტრალურ წყლებში.

„ადმირალ ვონოგრადოვი“ დგას და აგრძელებს თვალთვალს, რათა კვლავ არ განმეორდეს დარღვევა“, – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....