ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი, „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი, „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში, რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია.

„ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს” მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა” – განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ“, – აცხადებენ საელჩოში.

იტვირთბა....