დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სამსახურში დაბრუნდა. ამის შესახებ ცენტრში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს.
ცბობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს, ოჯახის ინფიცირებულ წევრთან კონტაქტის გამო გადავიდა.