ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ცერცვაძეს კვლავ აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ყელის ტკივილი და ხველა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში გადის.

იტვირთბა....