ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა თავზარდამცემი ინფორმაციაა, – ქართული ორკესტრის ლეგენდარული მუსიკოსი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ”

საოპერო შემსრულებლის, ცნობილი სოპრანო თამარ ივერის ინფორმაციით, ასა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გოგი ბე­რი­ძე და მისი მე­უღ­ლე კორონავირუსით გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამის შე­სა­ხებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

,,რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი. მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.

თავს გაუფრთხილდით მეგობრებო!! საფრთხე რეალურია” – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....