ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს” – ბენ ჰოჯესი

აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს გაეგზავნოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა. ამის შესახებ მან თავის წერილში ისაუბრა, რომელიც „EUObserver”-ში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ მოახერხა სრულად და თანმიმდევრულად გაეწია კონკურენცია დიდ შავი ზღვის რეგიონში ყველა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რამაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება გამოიწვია. როგორც ჰოჯესი აღნიშნავს, ეს ნაბიჯები კრემლს გააგებინებს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს.

დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი” – აღნიშნა ჰოჯესმა.

იტვირთბა....