“ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, ერთ კვირაში დამატებიტ 110 საწოლი გამოიყოფა. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.
“დამატებითი რესურსები არსებობს, შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა. „მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“ – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.