„ვითარება საკმაოდ მძიმეა, კატასტროფულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ძალიან ახლოს არის ამ ზღვართან. პრობლემები დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციასთან, სასწრაფო, ტესტირება, ბევრ საკითხებთან, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანდაცვის სისტემა მძიმე ავადმყოფების მკურნალობას და მართვას ახერხებს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუ არ შეიცვალა აღმავალი ტენდენცია ინფიცირებულთან რაოდენობის ზრდის, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში გვაქვს და თუ ეს არ შემცირდა და არ წავიდა კლებისკენ, ვერანაირი სისტემა, რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს, ვერ გაუძლებს ამას“.
აკაკი ზოიძე, ექსპერტი მედიცინის საკითხებში
„დღის კურიერის“ ეთერი