მთავარი ციტატა

“ივანიშვილის მიზანია ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბება, რომელიც მის ჯიბეზე იქნება მიბმული”- ბურჯანაძე

“გარწმუნებთ, მე ვერ ვხედავ ვერავის ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც აზრს შეიცვლის. ივანიშვილი თავის პარლამენტში უნდა დარჩეს მარტო, გადაანაწილოს თავისი ნაქურდალი მანდატები. ოპოზიციაში არავის პოზიცია არ იცვლება. ივანიშვილის მიზანია ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბება, რომელიც მის ჯიბეზე იქნება მიბმული. არავინ აპირებს ივანიშვილთან გარიგებაზე წასვლას და შევიდეს მის მოპარულ პარლამენტში.”

ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

“დღის ამბები”

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა და ყველგან  “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო.

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური ლიდერები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და არც მეორე ტურში მონაწილეობას თანხმდებიან.

 

იტვირთბა....