ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2100 წელს მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება, დანარჩენ ქვეყნებში კი საგრძნობლად შემცირდება”- “ბიბისი”

მსოფლიოში შობადომის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო, ხოლო ქვეყნები საკმაოდ მოუმზადებელია იმისთვის, რომ გლობალური მასშტაბით შობადობის მაჩვენებლის კლებას გაუმკლავდეს.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შობადობის მაჩვენებლის კლება იმას უკავშირდება, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდება, ხოლო ზოგ ქვეყანაში 2100 წლის ბოლოს მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.

მკვლევარების თქმით, 2017 წელს შობადობის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 2,4 შეადგინა. მათი პროგნოზით, 2100 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,7-ზე დაბალი იქნება.

BBC-ის ინფორმაციით, როდესაც შობადობის მაჩვენებელი 2,1-ს ჩამოსცილდება, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას იწყებს.

გამოცემა იმ ქვეყნებზე წერს,, სადაც მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება:

იაპონია  – წინასწარი პროგნოზით, საუკუნის ბოლოს იაპონიის მოსახლეობა 53 მილიონზე ნაკლები იქნება.

იტალია – იტალიაში მოსახლეობის რაოდენობა 61 მილიონიდან 28 მილიონამდე შემცირდება.

ჩინეთი – წინასწარი პროგნოზით, ჩინეთში 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 732 მილიონი იქნება.

დიდი ბრიტანეთი – მოსახლეობის რაოდენობა პიკს – 75 მილიონს 2063 წელს მიაღწევს, ხოლო 2100 წლისთვის ეს რაოდენობა 71 მილიონამდე შემცირდება.

მსოფლიოს 23 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.

იტვირთბა....