“შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, პიკი გარდაუვალია, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, ამ ლეგიტიმაციით 4 წელი მართვა შეუძლებელია. არ მგონია მმართველ პარტიას ოპოზიციის გარეთ დარჩენით კომფორტი ჰქონდეს. სრულიად ცალსახაა, რომ 90 -კაციანი პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური, კრიზისი მაინც იქნება. ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა. მათ აშკარაა, რომ უზარმაზარი პრობლემა აქვთ. ისინი ამიტომ ცდილობენ დააპირისპირონ ეს პარტიები ერთმანეთს, ვიღაცა იყიდონ, დააშანტაჟონ, შეაშინონ. ეს მუშაობა მიდის ხელისუფლების მხრიდან, ამას ვხედავთ. სტერილური პარლამენტი 21-ე საუკუნეში არ არის სიცოცხლისუნარიანი.’
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
ანაიტიკოსის მოსაზრებით, როდესაც სახელმწიფოში არის მძიმე ვითარება, სჯობს ეს კრიზისი გადავიდეს საპარლამენტო კედლებში და იქ განვითარდეს ძირითადი პოლიტიკური ბატალიები.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა და ყველგან “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო.