ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია”- მეუფე იოანე გამრეკელი

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ეკლესიები არ დაიკეტება და მრევლს ტაძარში მისვლას ვერ აუკრძალავენ. ამის შესახებ მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მეუფე ამბობს, ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ ეკლესიაში კი არა, თავად ექიმებშიც არის დაფიქსირებული და გარანტირებული არავინაა.

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს. ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვალს? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროთ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ”, -განაცხადა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიქმნა. მთავრობა შეზღუდვების დაწესებასა და გაფართოვებაზე მსჯელობს.

იტვირთბა....