“საქართველოში კორონავირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. არსებული ვითარება ნამდვილად რთულია, კლინიკებში ადგილების რაოდენობა ჭირს. აქედან გამომდინარე, ვიდრე უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული, ყველამ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს. რეგულაციები აუცილებლად უნდა შეეხოს ხალხმრავალი ადგილების შეზღუდვას, მათ შორის, ტრანსპორტს. მთელ მსოფლიოში უკვე ყველა ქვეყანა „ლოქდაუნს“ აცხადებს. ვითარება გართულდა, ამიტომ ალბათ, საქართველოში დღეს ან ხვალ შეზღუდვები აუცილებლად გამოცხადდება.”
ლევან გოფოძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
“პრაიმტაიმი”