ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სავარაუდოდ, 11 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელის მონსეფ სლაუიმის განცხადებით, ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, – აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს.

იტვირთბა....